17, ოქტომბერი 2017 14:16:00
სტიქიის შედეგები შეჯამდა დღეს აჭარის მთავრობაში. განცხადება აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა. კახა შაშიკაძის განცხადებით, ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებული ზიანი მაღალმთიან აჭარას მიაყენა. უხვი ნალექის შედეგად ხულოში, ქედასა და შუახევში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის შედეგადაც ოჯახები სახლებიდან გაიყვანეს, თუმცა რამდენი ოჯახი გაასახლეს ამ ეტაპზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კახა შაშიკაძე ვერ აკონკრეტებს. ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა გზებზეც. ხოლო ბათუმში სამშენებლო ობიექტების ფასადები და სარეკლამო ბილბორდები დააზიანა.