17, ოქტომბერი 2017 20:10:00
მეწყრული პროცესები გვიან ღამით ხულოში, დიდაჭარა-ღორჯომის საავტომობილო გზაზეც განვითარდა, რისთვისაც ადგილზე მძიმე ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. დილის საათებში მოვარდნილმა ღვარცოფმა კი სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა, რის გამოც შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა. ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, შეფერხებებია ელექტოენერგიის მიწოდების კუთხითაც