17, ოქტომბერი 2017 20:08:00
ძლიერმა ქარმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილს სახურავი გადახადა. შენობაში არც წყალს ჩაუღწევია და არც ინვენტარი დაზიანებულა. რექტორი ამ ეტაპზე ზარალის ოდენობას ვერ აზუსტებს. მისი განცხადებით სქახურავის შეკეთებას, დაახლოებით 50-60 ათასი ლარი დაჭირდება. შავზღვაში დაფიქსირებული 7 ბალიანი შტორმის გამო ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი თითქმის მთლიანად დაფარულია გამორიყული ხეებითა და ნაშალი მასალით. სანდასუფთავების ჯგუფები ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში წმენდნენ. ქარმა 6 მაისის პარკში მწვანე ნარგავებიც დააზიანა. წაიქცა წიწვოვანი ხეები, მრავალწლოვან ნარგავებს კი ტოტები მოტეხილი აქვს.