17, ოქტომბერი 2017 20:06:00
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს.მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა. აღნიშნული პირები 24 წლის წინ, 27 სექტემბერს დახვრიტეს, მათ შორის იყო სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც ეროვნული გმირის წოდებაზეა წარდგენილი, ხოლო 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, დღეისთვის უკვე 135 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი.