17, ოქტომბერი 2017 20:01:00
საკონსტიტუციო სასამართლომ დღესვე როინ დვალის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებითაც მიიღო გადაწყვეტილება. პლენუმმა სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. აღინიშნა, რომ თუ კი ქონება, რომელიც მესამე პირმა იყიდა პირისგან, რომელსაც ქონება თავდაპირველი მფლობელისგან თაღლითურად ქონდა მიღებული, ხოლო ფაქტი შემძენისთვის უცნობი იყო, რეგულაცია კონსტიტუციურია, რადგან ამ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმა როგორც მესამე, ისე თავდაპირველ მფლობელზე თანაბარ ინტერესს ავრცელებს. გასაჩივრებული ნორმა პლენუმმა არაკონსტიტუციურად სცნო მეორე ნაწილში. თქვა, რომ თუ კი მესამე პირისთვის ცნობილია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ქონებაზე საკუთრება სადაოა, იგი თავდაპირველ მესაკუთრეს უნდა დარჩეს. როინ დვალმა კონსტიტუციური სარჩელით სასამართლოს 2013 წელს მიმართა.