18, ოქტომბერი 2017 14:12:00
სოფელ განახლებაში, კორძაიების 7 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობს ავარიულია. დაბზარულია კედლები და საძირკველი. ყოველი გაწვიმებისას კი საცხოვრებლის საძირკველიდან წყალი ამოდის. ოჯახში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მცირეწლოვანიც ცხოვრობს. კორძაიები სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან. მათი შემოსავალი თვეში 380 ლარია. ირაკლი კორძაიას განცხადებით, ხელვაჩაურის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა დაპირებების მიუხედავად, ოჯახი კვლავ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში ცხოვრობს. კორძაიებს მდგომარეობას დღეს „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ნომერი, მურად გორგაძე და მერობის კანდიდატი, ლევან ლორთქიფანიძე გაეცნენ. კანდიდატებმა ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.