18, ოქტომბერი 2017 14:09:00
„მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებისთვის“- ნიშნული ამ წარწერით, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულის შენობასთან არის განთავსებული, სხვა ავტომობილების გაჩერებას ზღუდავს. უფრო მეტიც, მასზე იმ მანქანების ნომრებიცაა მითითებული, რომლებისთვისაც აქ გაჩერებაა ნებადართული. ფაქტს დღეს „ევროპულის საქართველოს“ მერობის კანდიდატი გამოეხმაურა. პეტრე ზამბახიძის თქმით, გარდა ძალოვანი სტრუქტურებისა, მსგავსი მინიშნების გაკეთება სხვა შენობებთან კანონდარღვევაა. აღნიშნული საგზაო ნიშნული მიუღებელია ძველ ბათუმში მერიის წარმომადგენლისთვისაც, რომლის თქმით საგზაო ნიშანი აქ რამდენიმე წლის წინ დაიდგა და ავტომობილები ნომრებით, რომლებიც ბანერზეა მითითებული, უწყებას დღეისათვის არ ჰყავს.