18, ოქტომბერი 2017 14:03:00
ბათუმის საზღვაო აკვატორიაში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე გათბება. ზღვაზე კი 2 ბალიანი შტორმი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება უნალექო ამინდი აჭარის მაღალმთიანეთშიც. ჰაერის ტემპერატურა მთიან მუნიციპალიტეტბში ღამით 0-5, დღისით კი 6-11 გრადუსი იქნება.