19, ოქტომბერი 2017 14:12:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მშვიდ ვითარებაში წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელს სხდომაზე განაცხადა, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. პრემიერs მიაჩნია, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება.