19, ოქტომბერი 2017 14:09:00
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარების და ამომრჩეველთა ინფორმირებულობის საკითხებზე ისაუბრეს. რა მოლოდინები აქვთ ამომრჩევლებს, რა გავლენა იქონია ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმამ და რა არის პოლიტიკური პარტიების მთავარი გამოწვევა? თემები დისკუსიის შემადგენელი ნაწილი იყო. ღონისძიება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.