19, ოქტომბერი 2017 14:02:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 127-მა წვევამდელმა ბათუმსა და გორში სამხედრო ფიცი დადო. ახალწვეულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ხსოვნას. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც. ფიცის დადების ცერემონიალის პარალელურად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადასცეს. ახალწვეულები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან.