19, ოქტომბერი 2017 14:01:00
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვახტანგ გორგასლის ქუჩა მელიქიშვილიდან, 26 მაისის ქუჩის კვეთამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოეწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე ქვაფენილების ახლით ჩანაცვლება იგეგმება. აღნიშნულ მონაკვეთზე პროცესი 20 დღეს გაგრძელდება. პროექტს „მონოლითი 2005“ ახორციელებს, რომლისთვისაც 310 000 ლარი დაიხარჯება.