19, ოქტომბერი 2017 17:20:00
აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგოდ ბათუმის ბულვარში ხე-მცენარეების შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი მწერის გავრცელების ფაქტი ბულვარის ტერიტორიაზე ჯერ არ დაფიქსირებულა, მცენარეები სპეციალური ხსნარით მაინც მუშავდება. ქიმიური წამლობა ბულვარში ეტაპობრივად განხორციელდება.