20, ოქტომბერი 2017 14:01:00
შპს „სტადიონმა“ საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელებისთვის 101 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 11 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. სტადიონი ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი UEFA-ას მეოთხე კატეგორიის იქნება და ის 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. კომპლექსი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 წელში უნდა აშენდეს. ახალი სტადიონის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის საგარანტიო ვადა 50 წელი უნდა იყოს.