21, ოქტომბერი 2017 12:15:00
ხმის მიცემის პროცედურა დილიდან მიმდინარეობს ბათუმის ნომერ მესამე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 105-ე სპეცუბანზე ხმის მიცემის პროცედურას NDI-ს წარმომადგენლები აკვირდებიან. დამკვირვებლები უბანზე საარჩევნო დღის ბოლომდე დარჩებიან, თუმცა როგორც თავად აღნიშნეს, შეფასებებს ხვალისთვის გამოაქვეყნებენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მესამე პენიტენციურ დაწესებულებაში 60 ამომრჩეველია რეგისტრირებული.