21, ოქტომბერი 2017 17:06:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესი ამ დროისთვისაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 17 საათისთვის საკუთარი პოზიცია 14 000-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 31% შეადგენს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს რომ ოლქში დარღვევებთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ შესულა. მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი საარჩევნო უბანი სოფელ მახოშია, აქ 1474 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ყველაზე პატარა კი მაჭახელაში 310 ხმის მიცემის უფლების მქონე პირი.