21, ოქტომბერი 2017 14:02:00
"ლეიბორისტული პარტიის" ბათუმის მერობის კანდიდატმა ხმა მეორე საარჩევნო უბანზე მისცა. ჯელალ ქიქავამ განაცხადა, რომ მან სახელისუფლებო გუნდის მმართველობის დასასრულისთვის გააკეთა არჩევანი. ქიქავა ამბობს, რომ ხელისუფლება ე.წ. კარუსელების გამოყენებას ცდილობს. პარტიის წარმომადგენლებს ჯერ საჩივარი არ დაუწერიათ.