21, ოქტომბერი 2017 17:12:00
„3 საათის მონაცემებით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“- განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, სიტუაციის ხელოვნურად არევას უბნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. მისივე თქმით, პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ მცდელობა პროვოკაციებს წამოაგონ მმართველი გუნდის კოორდინატორები. ჭეიშვილის ინფორმაციით, თავისუფალი ზონის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი მამა-შვილი კიწმარიშვილები 24-ე უბანზე, ახდენდნენ აგიტაციას, რაზეც ოქმი უკვე შედგა, ხოლო 26-ე უბანზე ფულის გადაცემის ფაქტიც დაფიქსირდა. ჭეიშვილმა ბოლო შემთხვევის დამადასტურებელი ფაქტი ბრიფინგზე ვერ წარმოადგინა. საპასუხო კომენტარი გაკეთდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.