21, ოქტომბერი 2017 20:13:00
რუსთავი 2-ს” და „ობიექტივის“ ჟურნალისტებს ყვებიან, რომ ბათუმის მე-12 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს. როგორც თეა ვაშალომიძე ამბობს, საარჩევნო უბნის მიმდებარედ სამარშუტო ტაქსსა და მსუბუქ ავტომობილში მოქალაქეები სათადარიგო სიებით დააფიქსირეს, რასაც აქტივისტების მხრიდან გაღიზიანება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა. ჟურნალისტებმა ადგილზე პატრულიც გამოიძახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე დაიწყო წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები.