01, ნოემბერი 2017 14:01:00
აჭარის მთავრობის მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურა რჩება. ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყება მომავალშიც აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი იქნება. 2017 წელთან შედარებით უწყების ბიუჯეტი 2018 წლისთვის დაახლოებით 7 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში დაახლოებით 56 მილიონი ლარი იქნება.