01, თებერვალი 2017 06:20:00
ხულოს მუნიციპალიტეტში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობისაგან გამოწვეული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. მოქალაქეებისთვის უმთავრეს პრობლემად კვლავ გადაადგილება რჩება. გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზები და შიდა სასოფლო გზების ნაწილი, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა შესაძლებელი. დიდთოვლობის გამო ერთი კვირაა მუნიციპალიტეტში სანდასუფთავების მანქანები არ გამოჩენილა, შესაბამისად დაბაში ნაგვის ურნები ნარჩენებითაა სავსე. ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხულოში დილიდან 14 ერთეული ტექნიკა მუშაობს შიდა სასოფლო გზებზე. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროცესს მეცადინეობა მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლაში.