01, თებერვალი 2017 06:27:00
დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტს „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება და ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გიორგი დიასამიძე მთავრობას სოციალურად დაუცველი ოჯახების კომუნალური ვაუჩერებით უზრუნველყოფას სთხოვს. მისი განცხადებით დახმარება, რასაც დედა-შვილი სახელმწიფოსგან იღებდა საკმარისი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი საკითხები მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური უფლებაა. ამ დროისთვის ქალაქის მერიაში არსებობს მუდმივმოქმედი მატერიალური დახმარების კომისია, რომელიც მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, გარდაცვლილები მერიის სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განსაზღვრული ყველა პროგრამით ფინანსდებოდნენ.