09, იანვარი 2017 05:09:00
რა მდგომარეობაშია შავი ზღვა ? როგორია წყლის ხარისხი ? რა პრობლემები დგას სანაპირო ზოლში და მდინარეებში? - შავი ზღვის მდგომარეობაზე დღეს ჰიდროლოგები და დარგის ექსპერტები მსჯელობდნენ. შეხვედრაზე მეცნიერებმა 6 წლიანი კვლევის შედეგები წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სანაპირო ზოლს, მათი მტკიცებით საკითხი მწვავედ დგას როგორც დასუფთავების, ასევე ნაპირსამაგრი სამუშაობების კუთხით. ჰიდროლოგი რობერტ დიაკონიძე სახელმწიფოსა და შესაბამისს სამსახურებს ამ კუთხით სამუშაოების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.