09, ნოემბერი 2017 17:02:00
განახლებადი ენერგიის გამოყენება კოლხური ტყეების გადასარჩენად - საკითხი დღეს აჭარის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს. მონაწილეებმა შეხვდრის ფარგლებში წარმოადგინეს ანგარიში, სადაც ასახულია მაჭახლას ხეობაში ენერგოეფექტური და განახლებადი ელექტროტექნოლოგიების ტესტირების შედეგი. აჭარაში გამოსაკვლევად სამი სოფლის რამდენიმე ოჯახი შეირჩა, რომლებმაც შეშას გათბობის ალტერნატიული საშუალებები ჩაანაცვლეს. მათ შორის ნახერხის ბრიკეტი, თხილის ნაჭუჭი და ქვანახშირი. კვლევამ აჩვენა, რომ 2016-17 წლის ზამთრის პერიოდში აღნიშნულ ოჯახებში შეშის მოხმარება დაახლოებით 100 კუბამეტრამე შემცირდა. ტესტირება გაეროს პროგრამის „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწის“ ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა 2014-2018 წლბს მოიცავს, რისთვისაც მილიონ 300 ათასი დოლარია გათვალისწინებული