13, ნოემბერი 2017 14:05:00
ქობულეთის ახალი მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. პოსტი უკვე ყოფილი გამგებლისგან დაახოებით სამი საათის წინ გადმოიბარა. პირველი სამუშაო დღე მირიან ქათამაძემ თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. დაანონსა, რომ სამუშაო თათბირები მუნიციპალიტეტის ყველა რგოლთან დღეიდანვე გაიმართება. პირობა დადო, რომ მაქსიმალურად დაიცავს საზოგადოების ინტერესს, გააკონროლებს და სწრაფ ტემპებში უზრუნველყოფს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აღნიშნა, რომ ქობულეთის განვითარებისთვის გაბედულ ნაბიჯებსაც გადადგამს. თანამშრომლებთან ოფიციალური წარდგენის შემდეგ სამუშაო კაბინეტში გადაინაცვლა. თქვა, რომ მოადგილეებს უმოკლეს ვადაში დაასახელებს. ახალი მერი არც საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს.