13, ნოემბერი 2017 20:02:00
დღეს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები ექსპერტებმა შეაფასეს. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი სამთავრობო კარუსელზე საუბრობს და თვლის, რომ აღნიშნული ცვლილებები შედეგს არ მოიტანს. ყველაზე მოულოდნელი კი მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურა აღმოჩნდა. პოლიტოლოგის შეფასებით, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ამ სფეროში გამოუცდელია და მას სამუშაო ბევრი ექნება. ერთ-ერთ დადებით ცვლილებად განათლების მინისტრის შეცვლას მიიჩნევს. მისი თქმით, მიხეილ ჩხენკელი ღირსეული კანდიდატია და განათლების სფეროს ხელმძღვანელობისთვის საკმარისი გამოცდილება და ცოდნა აქვს. დაგვიანებულ გადაწყვეტილებად აფასებს სამთავრობო ცვლილებებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. თუმცა მისი შეფასებით, სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები გარდაუვალი იყო და სახელმწიფო მართვის კუთხით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება ქვეყნის მომავალზე დადებითად აისახება.