14, ნოემბერი 2017 14:09:00
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2018 წელს მიმდინარე წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით იზრდება. უწყება განსახორციელებელი პროგრამებისთვის ჯამში 9 მილიონ 764 ათას ლარს დახარჯავს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სამთო ტურიზმის განვითარება და რეგიონის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირება დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტებია. სამომავლოდ რეგიონის სამიზნე ქვეყნებს დიდი ბრიტანეთიც დაემატა. რამ განაპირობა ბიუჯეტის ზრდა და კონკრეტულად რა მიმართულებით გაიზარდა დაფინანსება, თემასთან დაკავშირებით ვრცლად მთავარ გამოშვებაში.