14, ნოემბერი 2017 14:06:00
გუშინ გვიან ღამით მომხდარი ინცინდენტისას დაჭრილი ორი მამაკაცი მკურნალობას სახლში განაგრძობს. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ისინი ამბულატორიული მკურნალობის საფუძველზე გაწერეს. მათ დანით, მსუბუქი ჭრილობა ბარძაყის არეში ქონდათ მიყენებული. ინცინდენტი სასტუმრო „ინტურისტთან“ მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი აქ დაახლოებით ღამის სამ საათზე გამოიძახეს. პერსონალის ცნობთ, კონფლიქტში ათამდე პიროვნება მონაწილეობდა, მათ შორის თურქეთის მოქალქეები. დაპირისპირებისას დაშავდა კიდევ ერთი პირი, თუმცა მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამსართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.