14, ნოემბერი 2017 17:06:00
აჭარის მასშტაბით წარჩინებული 253 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ. პროექტი იმ მოსწავლეებზე გავრცელდა, რომლებმაც 2016-2017 სასწავლო საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს. ყველაზე მეტი წარჩინებული მოსწავლე ხულოს მუნიციპალიტეტიდანაა. წამახალისებელი საჩუქრები მოსაწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში გადაეცათ. პროექტის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება.