15, ნოემბერი 2017 14:11:00
საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების როინ მიქელაძისა და გიორგი ბურჯანაძის სარჩელზე განმწესრიგებელ სხდომას მართავს. სადაო ნორმების თანახმად, სისხლის სამართლის რიგ დანაშაულებზე გამოძიებისას დაკითხვა 1998 წელს დადგენილი წესით წარმოებს, რაც ჩვენების მიცემისთვის უარის შემთხვევაში მოწმის იძულებით მიყვანას ითვალისწინებს, 2009 წლის კოდექსი კი ადგენს მოწმის გამოცხადების ვალდებულებას მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოძახების შემთხვევაში, ამიტომ, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ დიფერენცირებული მოპყრობა, არღვევს თანასწორობის და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოპასუხე პარლამენტია. წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადაო ნორმა მილევადია და 2018 წელს შეწყვეტს მოქმედებას, რომ კოდექსი სხვა ნორმებსაც შეიცავდა და ისინი თავის დროზე შსს-ს მოთხოვნით, ეტაპობრივად იცვლება. საქმეზე მეორე კოლეგია მუშაობს.