15, ნოემბერი 2017 14:07:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გიდების გადამზადებას განგრძობს. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგ-კურსს 22 მოქმედი და დამწყები გიდი გადის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქის ისტორიის, ძველი და ახალი არქიტექტურის, აჭარის ეთნოგრაფიისა და გიდის ხელოვნების შესწავლას. სასწავლო კურსი ასევე მოიცავს პრაქტიკული ტურების დაგეგმვას ბათუმსა და გონიოს ციხეში. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე დეპარტამენტმა 100-მდე გიდი უნდა გადაამზადოს.