17, ნოემბერი 2017 20:04:00
ბათუმში გამსახურდიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში წლების წინ არსებული მაღაზია“მაგნოლიას“ მფლობელი , იმ შენობის დაბრუნებას მოითხოვს, სადაც სავაჭრო საქმიანობას 10 პირთან ერთად 30 წლის განმავლობაში აწარმოებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დღეს აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა. აქციის მონაწილეების განცახდებით, 1997 წელს, მაშინდელი მინისტრთა საბჭოსა და მერიის გადაწყვეტილებით, ობიექტი აუქციონის გარეშე პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისდა რაც კანონდარღვევაა. საკითხთან დაკავშირებით არაერთი სასამართლო პროცესიც გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.მაგნოლიას ყოფილი მფლობელები აჭარის მთავრობას შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობისკენ მოუწოდებენ და საქმეში არსებული დოკუმენტების ხელახალ შესწავლას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ობიექტი მაშინდელმა საბაჟოს უფროსმა შეიძინა.