17, ნოემბერი 2017 14:07:00
„ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური გამოწვევა“ - თემაზე კონფერენცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოში გაიმართა. დარგის სპეციალისტებს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების აუცილებლობასა და ინფექციების პრევენციის საშუალებებზე ესაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეპარატები ფრთხილად და მიზანმიმართულად უნდა გამოიწეროს, რათა მუდმივმა გამოყენებამ მათი გაქრობა არ გამოიწვიოს. ანტიბიოტიკებით მკურნალობის თავიდან აცილების საშუალებად კი ინფექციებით პრევენცია დასახელდა.