17, ნოემბერი 2017 17:03:00
სამშენებლო კომპანიების, პროექტის მენეჯერებსა და მშენებლებს , ქალაქის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის გონივრულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მასტერკლასები ჩაუტარდებათ. საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერები კი გამოცდილებას მოლაპარაკების ხელოვნების მიმართულებითაც გაივლიან. მასტერკლასები დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის „ კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია: შპს „აითი-ნოლიჯი“ ახორციელებს.