17, ნოემბერი 2017 20:03:00
აჭარის მთავრობის ოფიცილური ვიზიტი თურქეთში დასრულდა. ვიზიტის ბოლო დღეს ზურაბ პატარაძე ტრაპიზონის გუბერნატორს და ტრაპიზონის მერს შეხვდა, სადაც აჭარისა და ტრაპიზონის გუბერნიას შორის ტურიზმისა და ეკონომიკის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ და საგანმამათლებლო მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის საკრუიზო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება შავ ზღვისპირა ქალაქებზე ერთიანი საკრუიზო მარშრუტის შემოღება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყნაში ტურიზმის განვითარებას.