20, ნოემბერი 2017 14:06:00
დღეს ხელვაჩაურის საკრებულო 26 წევრით დაკომპლექტდება. ქართული ოცნება 17 დეპუტატითაა წარმოდგენილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6, „პატრიოტთა ალიანსი“ 2, „ევროპულ საქართველოს“ კი 1 წევრი ყავს. მეოთხე მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანო პირველი სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს განიხილავს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდის სიის პირველი ნომერი ყოფილი გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სახლედება, მოადგილედ კი მალხაზ სალუარიძე. პარტიაში უკვე იციან კომისიების ხელმძღვანელების სავარაუდო კანდიდატების ვინაობაც. აღნიშნული პირები ფარული კენჭისყრის პრინციპით შეირჩევიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნადიმ ვარშანიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.