21, ნოემბერი 2017 14:19:00
ოთახში, სადაც ბათუმის საკრებულოს შენობაში 10 წლის განმავლობაში ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობა" მუშაობდა, დღეს დაკეტილი დახვდათ. კაბინეტის კარებზე ახალი აბრაა გამოკრული და ის უკვე ფრაქცია „ქართული ოცნებას“ ეკუთვნის. მირდატ ქამადაძის თქმით, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის სულიკო თებიძის ბრძანებით, ფრაქციის წევრები სხვა ოთახში გადაიყვანეს, ისე რომ ოპოზიციია არ გაუფრთხილებიათ. არც მიღება- ჩაბარების აქტი გაფორმებულა. საკრებულოს ახალი თავმჯდომარის განცხადებით, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებისთვის სამუშაო ოთახები ფრაქციში წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. ენმ-ის წევრებმა დღეს საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს .