22, ნოემბერი 2017 14:05:00
ბათუმის მერია ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მიტოვებულ შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთებს დაასუფთავებს. ახალი რეგულაციის დადგენის მიზნით, ქალაქის ახალმა მერმა საკრებულოს გუშინ მიმართა.ინიციატივა გულისხმობს როგორც დასუფთავებას, ასევე, ბალახისგან გაწმენდას და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შესაძლოა კერძო საკუთრებაშიც იყოს. ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილი არ არის მიტოვებულ შენობა ნაგებობათა რაოდენობა. მათი აღრიცხვა მას შემდეგ დაიწყება, რაც საკრებულო ახალ რეგულაციას დაამტკიცებს. საკითხის განხილვა წარმადგენლობით ორგანოში 24 ნოემბერსაა ჩანიშნული. სამუშაოები, რომელშიც მერიის ყველა სამსახური ჩაერთვება, კონკრეტული თანხების გამოყოფას არ საჭიროებს.