22, ნოემბერი 2017 14:03:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,სენის“ კონკურსის ,, ეფექტიანი ცვლილებები“ დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. ოთხ ჯგუფად განაწილებული თექვსმეტი სტუდენტი ნარჩენების მართვის და გამოყენების შესახებ საკუთარ პროექტებს წარადგენენ. ორგანიზაციამ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი ორ ეტაპად ჩაატარა. სტუდენტები პროექტის შედგენამდე ბულაჩაურში იმყოფებოდნენ. აღნიშნული პროექტი ,,usaid“ -ის მხარდაჭერით ხორციელდება.