22, ნოემბერი 2017 17:01:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი საირმის ფესტივალში მონაწილეობისთვის ემზადება. ყოველწლიურ ფესტივალზე გამოსვლისთვის სტუდენტები იუმორისტულ ნომრებს ამზადებენ. საირმეში საერთაშორისო ფესტივალი სამ დღეს გაგრძელდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის სასწავლებლის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ბათუმიდან ხვალ კლუბის ოთხი წევრი გაემგზავრება.