02, თებერვალი 2017 11:30:00
საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, თუმცა ამ გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი ავტომატურად არ ამოქმედდება - დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. უვიზო რეჟიმით სარგებლობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ პასპორტისა და სამგზავრო ბილეთის აღება. ევროკავშირის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინონ ყველა ის საბუთი და დააკმაყოფილონ ყველა ის პირობა, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკონსულოები ითხოვენ ვიზის გასაცემად. ევროკავშირის მესაზღვრეს ყოველთვის აქვს უფლება, უარი გითხრათ ტერიტორიაზე შეღწევაზე. ასევე ვიზა-ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას, ის გვანიჭებს საშუალებას, ყოველ 6 თვეში 3 თვე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ამ პირობის დამრღვევებს საქართველოში დააბრუნებენ და მომავალში ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევაზე სანქციებიც დაეკისრებათ.