28, ნოემბერი 2017 14:09:00
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებში მონაწილე ლაშა დეკანაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლემ დაახლოებით ორი საათის წინ გამოაცხადა. ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის წაყენებულ მუხლებში ლაშა დეკანაძე გაამართლა, თუმცა საქმე გადააკვალიფიცირა და მას სასჯელი, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკისრა. ლაშა დეკანაძე ერთადერთი ბრალდებულია იმ 18-დან, რომელმაც ბრალი არ აღიარა და საპროცესო გარიგება არ გააფორმა. იგი სასჯელს თითქმის 9 თვეა იხდის. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე.