29, ნოემბერი 2017 14:11:00
დღეს სასამართლო პროცესზე 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე დაიკითხება. ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებების წარდგენა უკვე დაასრულა. დღეიდან სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი დღეს ბრალდებულთან ერთად კიდევ 6 მოწმის დაკითხვას გეგმავს. ამ ეტაპზე უცნობია დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს მეორე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია, ვინაიდან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი მხრიდან მოწმეების დაკითხვა არ იგეგმება. მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი წარმართავს.