ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

30, ნოემბერი 2017 14:04:00

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებია. ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად დარჩენილი თანხა სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდა. ოპოზიციამ  საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.  აღნიშნულის გარდა სხდომაზე კიდევ  ექვსი საკითხი განიხილეს. გამგეობის სახელწოდების ცვლილებიდან გამომდინარე,  შეიცვალა მერიის საშტატო ნუსხაში არსებული თანამდებობების დასახელებები.  დღევანდელ სხდომაზე ასევე  ცნობად მიიღეს ხელვაჩაურის მერის მოადგილის ზვიად ხალვაშის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.