03, თებერვალი 2017 05:24:00
ბათუმში მოქმედი 30 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელი პროცესი ყველა ბაღში მიმდინარეობს, თუმცა დაბალი სწრებადობით. 7460 აღსაზრდელიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 1086 ბავშვი გამოცხადდა. ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან, თუმცა მშობლები ყინვების გამო პატარების ბაღში მიყვანისგან თავს იკავებენ. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ სწავლა განახლდა მე-7 საბავშვო ბაღშიც, სადაც სასწავლო პროცესი გამათბობლის ნაწილის დაზიანების გამო არ მიმდინარეობდა. აღნიშნულ საბავშვო ბაღშიც სწრებადობა დაბალია.