პარასკევი 23, აგვისტო 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს მიმართვას

01, დეკემბერი 2017 17:03:00

„ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს მიმართავს შეისწავლოს ბათუმის მერიის 2017 წლის საქმიანობა. საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის მტკიცებით,  იმის გამო,  რომ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას კანონი კრძალავს, ამომრჩევლის მოსასყიდად, მერიამ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი სამუშაოები აწარმოა. უკანონოდ შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯული თანხა კი ბიუჯეტში 29 ნოემბერს  გაიწერა, მაშინ როცა დოკუმენტში ცვლილებები შევიდა. ბრალდებებს ბათუმის მერიაში უარყოფენ. უწყების საფინანსო სამსახურის  უფროსის არჩილ ვანაძის განმარტებით, ყველა პროექტი კანონის სრული დაცვით განხორციელდა. 


დღის ამბები