პარასკევი 23, აგვისტო 2019

შეხვედრა „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში

01, დეკემბერი 2017 14:09:00

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით  „დაზარალებულთა კვირეული“-ს ფარგლებში,  ბათუმში ადგილობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე პროკურორებმა  კოორდინატორის სამსახურის შესახებ  მოხსენება გააკეთეს.  ისაუბრეს ამ სამსახურის მნიშვნელობასა  და ძალადობის მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე იმსჯელეს ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დაზარალებულთა უფლებების შესახებ.  „დაზარალებულთა კვირეული“  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით  იმართება. 


დღის ამბები