03, თებერვალი 2017 08:18:00
გამგეობის მუშაობით უკმაყოფილოა ხულოს მოსახლეობა. მუნიციპალიტეტში უხვი ნალექისაგან გამოწვეული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. შეფერხებები ძირითადად გადაადგილების კუთხით არსებობს. ამ დროისთვის მხოლოდ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზებია გაწმენდილი. პრობლემურ მონაკვეთებად რჩება პანტნარი, კურცხალი, ოშორა, ბარდნარის მიმართულებები. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, დილიდან საგზაო დეპარტამენტის ცხრა ერთეული ტექნიკა მუშაობს. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროცესს, მეცადინეობა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო არ განახლებულა უჩხოს, ყინჩაურის, ხიხაძირის, დიოკნისის საბავშვო ბაღებში. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არის.