პარასკევი 23, აგვისტო 2019

ღურტაში შესრულებელი სამუშაოებისთვის პერსონალი ანაზღაურებას თვეებია ელოდება

04, დეკემბერი 2017 14:07:00

ხულოში, სოფელ ღურტაში, სარწყავი არხის სარემონტო სამუშაოებისთვის დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მათ მაისში შეასრულეს, თუმცა გასამრჯელო ხელშეკრულების მიუხედავად ამ დრომდე არ აქვთ აღებული. პრობლემასთან დაკავშირებით მათთან ერთად საჯარო განცხადება დღეს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემაც გააკეთა. აღნიშნა, რომ მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მითითებისა, შესაბამისი სამსახურები არ აკონტროლებენ, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს, დროულად გადაუხადონ ხელფასი მომუშავე პერსონალს. სოფელ ღურტას სარწყავი არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შპს „ლე კონსტრუქციამ 36 000 ლარად შეასრულა. კომპანიის ხელმძღავანელმა ლევან ჭანტურიამ მობილური ტელეფონი გამორთო.  ტენდერი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტს ეკუთვნოდა.  


დღის ამბები