05, დეკემბერი 2017 17:04:00
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები და არსებული გამოწვევები - საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერება,სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების გააქტიურება და ამ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სამუშაო შეხვედრას შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ასევე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და მთავარი პროკურორისა და აღნიშნული უწყებების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყებები არსებული გამოწვევების დაძლევის მოკლევადიან და გრძელვადიან გზებზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის შეფასება და მისი როლი უნდა გაძლიერდეს. ასევე, შეთანხმდნენ, სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაციის გაღრმავებაზე.